ავტორიზაცია

მბაპე თუ პაიეტი? ფრანგული ლიგა 1-ს აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა

მბაპე თუ პაიეტი? ფრანგული ლიგა 1-ს აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა
თარიღი 24 სექ 2021, 11:35

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი, კილიან მბაპე, ფრანგული ლიგა 1-ს აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთლად დასახელდა.

UNFP-ს (საფრანგეთის ფეხბურთელების ეროვნული, პროფესიონალური კავშირი) ინფორმაციით, კილიან მბაპემ ხმების საერთო რაოდენობის 43% მოიპოვა და ლიდერობა არავის დაუთმო.

გამოკითხვაში მეორე ადგილი „მარსელის“ ლიდერმა დიმიტრი პაიეტმა დაიკავა 36%, სამეულში ბოლო ადგილზე კი „კლერმონის“ ფორვარდი მოჰამედ ბაიო დასჯერდა - 22%.

გასულ თვეში კილიან მბაპემ საფრანგეთის ჩემპიონატის 4 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. ამჟამად, ფრანგი ლიგა 1-ს ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილს იკავებს. 

კილიან მბაპეს „პსჟ-სთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ის გუნდში 2017 წლიდან ასპარეზობს, სადაც „მონაკოდან“ გადავიდა.

გასულ ზაფხულს კილიანს „რეალში“ სურდა გადასვლა, მაგრამ პარიზულმა გუნდმა მადრიდელთა შემოთავაზება არ დააკმაყოფილა.