"მისი შეძენა მანჩესტერ სიტის სურდა", - რუსმა აგენტმა ისაუბრა, თუ რატომ ვერ გადავიდა ჯანო ანანიძე ინგლისურ გრანდში
საფეხბურთო აგენტმა ალან პრუდნიკოვმა აღიარა, რომ თავის დროზე, „მან.სიტის“ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, ჯანო ანანიძის შეძენა სურდა.
„მე ვეძებდი კლუბს, რომელსაც ანანიძის შეძენა მოუნდებოდა. ჯანო წარმოუდგენლად ნიჭიერი ბიჭია, მას 14 წლიდან ვაკვირდებოდი.
საბოლოოდ, სურვილი „მანჩესტერ სიტიმ“ გამოთქვა. მათ ჯანოს გადაბირება სურდათ, როცა მას „სპარტაკში“ კარგი პერიოდი ჰქონდა, ანუ ტრავმამდე.
გენერალური დირექტორები, რომლებიც იმდროისთვის „სპარტაკში“ იყვნენ, ჯანოს გაყიდვას საერთოდ არ განიხილავდნენ და ტრანსფერიც არ შედგა.
მანამდე იყო ისტორია, როცა ვიღაცას ჯანოზე უფლებების წილის შეძენა სურდა. ადრე მსგავსი ფაქტები ხშირი იყო, ყველაზე ნათელი მაგალითი კარლოს ტევესია, როცა ფეხბურთელი არა ცალკეულ აგენტს, არამედ კომპანიას ეკუთვნოდა.
თუ ბაზარი გესმის, ეს ბიზნესის მართვის ძალიან კარგი ხერხია. თუმცა, ბოლო დროს ფიფამ შეზღუდვები დააწესა და ასე გაკეთება აღარ შეიძლება.
სამწუხაროა, რომ ასე მოხდა - ჯანოს ძალიან ნათელი გონება აქვს, ის ევროპული ფეხბურთის ნამდვილი აღმოჩენა იქნებოდა.“ - ციტირებს პრუდნიკოვის სიტყვებს Sport24.