ავტორიზაცია

კლატენბურგი: "ერთხელ ჩაწყობილ მატჩებში მონაწილეობაში იმიტომ დამადანაშაულეს, რომ Audi R8 ვიყიდე"

კლატენბურგი: "ერთხელ ჩაწყობილ მატჩებში მონაწილეობაში იმიტომ დამადანაშაულეს, რომ Audi R8 ვიყიდე"
თარიღი 24 სექ 2021, 15:04

ცნობილმა ბრიტანელმა არბიტრმა, მარკ კლატენბურგმა აღნიშნა, რომ ერთხელ, მისსავე კოლეგამ ის ჩაწყობილ მატჩებში მონაწილეობაში დასდო ბრალი.

ინგლისელის თქმით, ეს იმიტომ მოხდა, რომ დაუსახელებელმა მსაჯმა მიიჩნია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კლატენბურგი ასეთი მანქანის (Audi R8) შეძენას ფინანსური თვალსაზრისით ვერ მოახერხებდა.

„ლამაზი მანქანა შევიძინე, იმიტომ რომ კარგი სამსახური მქონდა. ჩემს მეუღლესაც კარგი სამსახური ჰქონდა. თუ მაქვს საშუალება თავს ძვირიანი ნივთების ტარების უფლება მივცე, რატომაც არ უნდა გავაკეთო ეს? 

უბრალოდ, ჩაწყობილ მატჩებში დადანაშაულება - საშინელებაა. ყველაფერი კი იმიტომ მოხდა, რომ ვიღაც ბიჭს ეჭვები გაუჩნდა.“ - ციტირებს კლატენბურგის სიტყვებს The Athletic.

კლატენბურგი პრემიერ ლიგაში 2004-2017 წლებში მუშაობდა და საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა, რისი დამსახურებითაც ევროპის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალზეც იმსაჯა.

2017 წელს მან პრემიერ ლიგა დატოვა და სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე საუდის არაბეთში გადაბარგდა.