ავტორიზაცია

"საკუთარი არჩევანით ნამდვილად კმაყოფილი ვარ", - ემერსონმა ჩელსიდან წასვლის მიზეზი ახსნა

"საკუთარი არჩევანით ნამდვილად კმაყოფილი ვარ", - ემერსონმა ჩელსიდან წასვლის მიზეზი ახსნა
თარიღი 24 სექ 2021, 20:13

იტალიის ნაკრების მცველმა, ემერსონ პალმიერიმ განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა გასულ სატრანსფერო ბაზარზე "ჩელსიდან" "ლიონში" გადასვლა.

შეგახსენებთ, ფრანგულმა კლუბმა 27 წლის უკანახაზელი მომავალი წლის ზაფხულამდე ინათხოვრა.

"ჩელსის" დატოვება გადავწყვიტე, რადგან სათამაშო დრო არ მქონდა. რობერტო მანჩინიმ მითხრა: "უნდა ითამაშო, ძირითადის ფეხბურთელი უნდა იყო".

"ლიონმა" საინტერესო პროექტი შემომთავაზა და 2-3 დღეში დავთანხმდი. ნამდვილად კმაყოფილი ვარ საკუთარი არჩევანით", - ციტირებს ემერსონის სიტყვებს Gazzetta dello Sport.

"ლიონის" მაისურით იტალიელმა უკანახაზელმა საფრანგეთის ჩემპიონატში უკვე 5 შეხვედრა ჩაატარა და თავი ერთი გატანილი ბურთითაც გამოიჩინა.