ავტორიზაცია

"არ გამიკვირდება, თუ 40 წლამდე ითამაშებს", - სოლსკიაერმა რონალდუს შესახებ ისაუბრა

"არ გამიკვირდება, თუ 40 წლამდე ითამაშებს", - სოლსკიაერმა რონალდუს შესახებ ისაუბრა
თარიღი 25 Sep 2021, 12:15

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა გუნდის 36 წლის თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

"არ გამიკვირდება, თუ 40 წლამდე ითამაშებს. ის, თუ როგორ ზრუნავს საკუთარ თავზე, - ყველაფრის გასაღებია და რა თქმა უნდა, ეს გენების საკითხია. რაღაც გენები უნდა იყოს! თავისი ენერგიისა და ძალისხმევის ყოველი წვეთი ჩადო იმისათვის, რათა გამხდარიყო ის ფეხბურთელი, როგორიც არის".

"ყველას ქება იმსახურებს, რომელიც მის მიმართ ისმის. უპირველეს ყოვლისა, თავისი ფიზიკური მდგომარეობისთვის. კიდევ უფრო შთამბეჭდავია ის, რომ სპორტული შიმშილის გრძნობა შეინარჩუნა, როცა უკვე ამდენს მიაღწია".

"მისი მენტალიტეტი კვლავ აბსოლუტურად სწორია. ყველაფერი მის სურვილზეა დამოკიდებული. იქამდე გააგრძელებს თამაშს, სანამ მისი ფეხები ან თავი გაჩერებას არ ურჩევს, რადგან მან ყველაფერი გაიღო", - ციტირებს სოლსკიაერის სიტყვებს Goal.com.