ავტორიზაცია

რას ვუყუროთ დღეს? დიდი მატჩებით დახუნძლული დღე: ჩელსი - სიტი, მამარდა VS ბილბაო, ბორუსიული დერბი და სხვა

რას ვუყუროთ დღეს? დიდი მატჩებით დახუნძლული დღე: ჩელსი - სიტი, მამარდა VS ბილბაო, ბორუსიული დერბი და სხვა
თარიღი 25 სექ 2021, 13:17

დღეს, 25 სექტემბერს, ერთ-ერთი საუკეთესო სათამაშო დღე გველის, რადგან საქმეში არაერთ გრანდს ვიხილავთ და თანაც, ერთმანეთის წინააღმდეგ.

პრემიერ ლიგის ლიდერი ლონდონის "ჩელსი" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს, კრიშტიანუ რონალდუს "მანჩესტერ იუნაიტედი" შინაურ კედლებში "ასტონ ვილას" მიიღებს, ესპანეთში გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" "ბილბაოს" შეხვდება, "ატლეტიკო" "ალავესს" ესტუმრება, "რეალი" კი "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ვილიარეალის" დამარცხებას ეცდება.

საინტერესო მატჩები გაიმართება სერია ა-შიც, სადაც "მილანი" გასვლაზე "სპეციას" დაუპირისპირდება, "ინტერი" კი "ჯუზეპე მეაცაზე" "ატალანტას" დახვდება. რაც შეეხება ლიგა 1-ს, ტრავმირებული ლეო მესის გარეშე დარჩენილი "პსჟ"-ს გაჩერებას ამჯერად "მონპელიე" ეცდება.

15:30 "მანჩესტერ იუნაიტედი" - "ასტონ ვილა"

15:30 "ჩელსი" - "მანჩესტერ სიტი"

16:00 "ალავესი" - "ატლეტიკო"

17:00 "სპეცია" - "მილანი"

18:15 "ვალენსია" - "ბილბაო"

20:00 "ინტერი" - "ატალანტა"

20:30 "გლადბახი" - "დორტმუნდი"

20:30 "ბრენტფორდი" - "ლივერპული"

23:00 "რეალი" - "ვილიარეალი"

23:00 "პსჟ" - "მონპელიე"