ავტორიზაცია

კუმანი: "დავკარგეთ ფეხბურთელები, რომლებმაც ბევრი გოლის გატანა იციან, რის გამოც ვისჯებით"

კუმანი: "დავკარგეთ ფეხბურთელები, რომლებმაც ბევრი გოლის გატანა იციან, რის გამოც ვისჯებით"
თარიღი: 25 სექ 2021, 17:13

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა იმის შესახებ ისაუბრა, რომ ამ სეზონში მის გუნდს ცოტა გოლი გააქვს.

მოგეხსენებათ, ესპანეთის ჩემპიონატის 2021/22 წლების სეზონის გათამაშებაში კატალონიელებმა 5 მატჩში მეტოქის კარი 8-ჯერ აიღეს.

"არიან ფეხბურთელები, რომლებიც ეფექტურად მოქმედებენ. მემფისი დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს იმის გამო, რომ წინა მატჩში ვერ გაიტანა. მაგრამ ამაზე ჩაციკვლა არ შეიძლება".

"ისე თამაში უნდა გავაგრძელოთ, როგორც ვთამაშობდით. "კადისთან" მატჩში 4-5 ძალიან კარგი მომენტი გვქონდა. რეალიზაციაზე უნდა ვიმუშაოთ, იმის ცოდნით, რომ ბევრის გამტანი ფეხბურთელები გვჭირდება".

"გვესმის, ისეთი მოთამაშეები დავკარგეთ, რომლებმაც ბევრის გატანა იციან. ახლა ამის გამო ვისჯებით".

"ნებისმიერ ფეხბურთელსა და მწვრთნელს უნდა ტიტულებისა და მატჩების მოგება. ამ საკითხში ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვევა, ეს ფეხბურთელებთან განვიხილე და მეთანხმებიან, რაც მნიშვნელოვანია. ამ მხრივ, ჩვენს შორის გაუგებრობა არ არის", - ციტირებს კუმანის სიტყვებს Marca.