ავტორიზაცია

VIDEO: მანჩესტერ სიტის დამსახურებული გამარჯვება — ჩელსიმ სტემფორდ ბრიჯზე კარშიც კი ვერ დაარტყა

თარიღი 25 სექ 2021, 17:34

ინგლისის ჩემპიონატის მე-6 ტურის ეგიდით, ლონდონის "ჩელსიმ" შინაურ კედლებში "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება პეპ გვარდიოლას შეგირდების გამარჯვებით დასრულდა - 1:0.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, სამი ქულის მომტანი გოლი "ქალაქელთა" თავდამსხმელმა, გაბრიელ ჟეზუსმა 53-ე წუთზე გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ "არისტოკრატებმა" მეტოქის კარში მხოლოდ და მხოლოდ 5 მცდელობიდან ზუსტად ერთხელაც კი ვერ დაარტყეს.

ასე და ამგვარად, პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში "სიტი" "ჩელსის" გაუთანაბრდა და 13 ქულა დაუგროვდა.