ავტორიზაცია

VIDEO: შანსი რეალს - ატლეტიკოს სეზონის პირველი მარცხი აგემეს

თარიღი 25 სექ 2021, 20:22

ლა ლიგის მე-7 ტურში „ატლეტიკო“ სენსაციურად „ალავესთან“ დამარცხდა.

შეხვედრა სტადიონ „ესტადიო მენდიზოროტაზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ერთადერთი გოლი მატჩის მე-4 წუთზე ლაგუარდიამ შეაგდო და სიმეონეს გუნდს ამ სეზონში პირველი მარცხიც აგემა.

7 ტურის შემდეგ „ატლეტიკო“ 14 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „რეალს“ 5 ქულით წინ გაჭრის შანსი მისცა, თუ ანჩელოტის გუნდი დღეს „ვილიარეალს“ დაამარცხებს