ავტორიზაცია

VIDEO: გოლების წვიმა და ხელიდან გაშვებული გამარჯვება - ლივერპული სტუმრად ბრენტფორდს დაუზავდა

თარიღი 25 სექ 2021, 22:34

პრემიერ ლიგის მე-6 ტურში „ლივერპული“ სტუმრად „ბრენტფორდს“ უხვგოლიან მატჩში დაუზავდა.

შეხვედრა სტადიონ „ბრენტფორდ ქომიუნითიზე“ გაიმართა და 3:3 დასრულდა.

ანგარიში მასპინძლებმა 27-ე წუთზე პინოკის გოლით გახსნეს, 31-ზე ჟოტამ ჰენდერსონის პასით გაათანაბრა და პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა.

54-ე წუთზე ფაბინიომ სალაჰს გაატანინა და კლოპის გუნდი წინ გავიდა, თუმცა 9 წუთში ჯანელტმა ტაბლოზე ორიანები აანთო.

67-ე წუთზე კურტის ჯონსმა რობერტსონის პასით „ლივერპული“ წინ ისევ გაიყვანა, მაგრამ „ლივერპულისთვის“ მოსაგებად საკმარისი ესეც არ აღმოჩნდა - 82-ე წუთზე ცვლილებაზე 4 წუთის წინ გამოსულმა ვისამ მატჩში ანგარიში მესამედ გაათანაბრა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

„ლივერპულმა“ 14 ქულა დააგროვა და ცხრილის სათავეში დარჩა, „ბრენტფორდი“ კი 9 ქულით მეცხრე პოზიციაზე იმყოფება.