ავტორიზაცია

VIDEO: რეალმა ატლეტიკოს წაგებით ვერ ისარგებლა და შინ ვილიარეალი ვერ გატეხა

თარიღი 26 სექ 2021, 00:55

ლა ლიგის მე-7 ტურში მადრიდის „რეალმა“ საკუთარ კედლებში „ვილიარეალს“ ვერ მოუგო.

შეხვედრა სტადიონ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართა და ნულოვან ფრედ დასრულდა.

კარლო ანჩელოტის გუნდმა პირველი ნახევარი სუსტად ჩაატარა და შეიძლება ითქვას, რომ გოლთან უფრო ახლოს „ვილიარეალი“ იყო.

მეორე ტაიმში იტალიელმა სპეციალისტმა ცვლილებები შეიტანა და თითქოს „რეალის“ თამაში უფრო მწვავე გახდა, თუმცა მადრიდელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მაინც ვერ მოიპოვეს და ამ სეზონში მეორედ ქულები დაკარგეს. 

7 ტურის შემდეგ „რეალი“ ცხრილს 17 ქულით ლიდერობს, თუმცა „ატლეტიკოს“ წაგებით სარგებლობა და ცხრილში უფრო წინ გაჭრა ვერ მოახერხა. 7 მატჩში გუნდს 5 მოგება და 2 ფრე აქვს.