ავტორიზაცია

VIDEO: სასწაულებრივი გადარჩენა პირველ რაუნდში და საოცარი ქამბექი მეორეში! დვალიშვილის ზედიზედ მე-7 მოგება UFC-ში

თარიღი 26 სექ 2021, 09:17

გამთენიისას UFC 266-ს ივენთზე MMA-ს ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ბრაზილიელ მარლონ მორაესს დაუპირისპირდა.

დაპირისპირება ლას-ვეგასში T-Mobile Arena-ზე გაიმართა და დვალიშვილის მეორე რაუნდში გამარჯვებით დასრულდა.

პირველ რაუნდში ბრაზილიელმა დვალიშვილზე სერიოზული იერიში მიიტანა და თითქოს, შანსი იყო რომ მსაჯს ბრძოლა შეეჩერებინა კიდეც.

თუმცა, დვალიშვილმა მეტოქეს დროული წინააღმდეგობა გაუწია და მეორე რაუნდში მეტოქე თავად დაანოკაუტა.

უშუალოდ UFC-ში ეს დვალიშვილისთვის მე-9 ბრძოლა იყო და მან ზედიზედ მე-7 გამარჯვება მოიპოვა. მისი კარიერა ამ ორგანიზაციაში ორი მარცხით დაიწყო, თუმცა მას შემდეგ მან 7 დაპირისპირება დაასრულა თავისთვის სასიკეთოდ.