ავტორიზაცია

ლევანდოვსკიმ დაასახელა ის 3 მწვრთნელი, რომელმაც მასზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა

ლევანდოვსკიმ დაასახელა ის 3 მწვრთნელი, რომელმაც მასზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა
თარიღი 26 Sep 2021, 14:00

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რომელმა მწვრთნელებმა მოახდინეს მასზე ყველაზე დიდი გავლენა.

"იურგენ კლოპთან ზეწოლა ვისწავლე, რათა მთელი სისწრაფით მივაღწიო მეტოქის კარამდე და გოლი გავიტანო. გვარდიოლასგან ტაქტიკაზე გავიგე, ამან ფეხბურთზე ჩემი შეხედულება 100 პროცენტით შეცვალა. კარლო ანჩელოტი დამეხმარა თავდაჯერებული გავმხდარიყავი, რაც ადრე არ მქონია", - ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს El Pais.

შეგახსენებთ, 33 წლის პოლონელი თავდამსხმელი კლოპთან ერთად "დორტმუნდში" მუშაობდა, გვარდიოლა და ანჩელოტი კი მას "ბაიერნში" წვრთნიდნენ.

ცნობისთვის, ლევანდოვსკის "რეკორდმაისტერში" ამჟამად ახალგაზრდა სპეციალისტი, იულიან ნაგელსმანი წვრთნის, რომელიც გუნდში გასულ ზაფხულს მივიდა.

მიმდინარე სეზონში რობერტმა ბუნდესლიგაში 6 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. მიუნხენური გრანდი სატურნირო ცხრილში 16 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.