ავტორიზაცია

კლოპი: "სალაჰი ყველაზე სწრაფად მიაღწევს ლივერპულში 150-გოლიან ნიშნულს"

კლოპი: "სალაჰი ყველაზე სწრაფად მიაღწევს ლივერპულში 150-გოლიან ნიშნულს"
თარიღი 26 სექ 2021, 16:32

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა პრემიერ ლიგის მე-6 ტურში "ბრენტფორდთან" (3:3) გამართული მატჩის შემდეგ თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰის თამაში შეაფასა.

აღნიშნულ შეხვედრაში ეგვიპტელმა ინგლისის ჩემპიონატში მერსისაიდელთა მაისურით თავისი მე-100 გოლი გაიტანა.

"სალაჰი გამორჩეული ფეხბურთელია. რამდენიმე კვირის წინ, მან პრემიერ ლიგაში თავისი მეასე გოლი შეაგდო, ახლა კი "ლივერპულის" მაისურით გაიტანა საიუბილეო გოლი. მაისური უკვე ვაჩუქეთ, რომლის უკანა მხარესაც რიცხვი 100-ია. მალე კიდევ ერთი მაისურის ჩუქება მოგვიწევს".

"ყველამ ვიცით, რომ გამორჩეულია. სალაჰი "ლივერპულში" 150-გოლიან ნიშნულს ყველაზე სწრაფად მიაღწევს. მომავალში, ძველი "ლივერპულის" გახსენებისას, ადამიანები აუცილებლად ილაპარაკებენ სალაჰზე, რადგან წარმოუდგენელი ფეხბურთელია", - ციტირებს კლოპის სიტყვებს Goal.com.

მიმდინარე სეზონში სალაჰმა ინგლისის ჩემპიონატის 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 2 ასისტიც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.