ავტორიზაცია

VIDEO: იუვე ფორმაში შედის — ტურინულმა გრანდმა უხვგოლიან მატჩში სამპდორიას მოუგო

თარიღი 26 სექ 2021, 16:42

იტალიის ჩემპიონატის მე-6 ტურის ეგიდით, ტურინის "იუვენტუსმა" შინაურ კედლებში "სამპდორიას" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება "ბებერი ქალბატონის" გამარჯვებით დასრულდა - 3:2.

შეხვედრაში ანგარიში მე-10 წუთზე პაულო დიბალამ გახსნა, საგოლე გადაცემა საკუთარ აქტივში მანუელ ლოკატელიმ ჩაიწერა.

პირველი ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე, ლეონარდო ბონუჩიმ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ტურინელების უპირატესობა ორამდე გაზარდა, თუმცა ზუსტად ერთ წუთში "სამპდორიას" მცველმა, მაია იოშიდამ სხვაობა შეამცირა.

57-ე წუთზე, "იუვე" კვლავ ორბურთიანი სხვაობით გავიდა წინ - ასისტის შემდეგ, ლოკატელიმ გოლიც გაიტანა, შედეგიანი გადაცემა კი დეიან კულუშევსკიმ გააკეთა.

საბოლოო შედეგი 83-ე წუთზე სტუმართა ნახევარმცველმა, ანტონიო კანდრევამ დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ, "იუვენტუსი" სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 8 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს, "სამპდორია" კი 5 ქულით მე-14 ადგილზეა.