ავტორიზაცია

ოფიციალურად: სამირ ნასრიმ კარიერის დასრულება დაადასტურა

ოფიციალურად: სამირ ნასრიმ კარიერის დასრულება დაადასტურა
თარიღი: 26 სექ 2021, 17:04

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, სამირ ნასრიმ კარიერის დასრულება დაადასტურა.

ბოლო კლუბი, სადაც 34 წლის ფეხბურთელი ირიცხებოდა, ბელგიური "ანდერლეხტი" იყო, რომელთანაც კონტრაქტი 2020 წელს გაწყვიტა.

კარიერის მანძილზე ნასრის ისეთი გუნდების ღირსება დაუცვია, როგორებიც "არსენალი", "მანჩესტერ სიტი", "მარსელი" და სხვებია.

ფრანგ ნახევარმცველს ინგლისის ჩემპიონატი 2-ჯერ აქვს მოგებული, ინგლისის ლიგის თასი და სუპერთასი კი თითოჯერ.

აღსანიშნავია, რომ ნასრი 2010 წელს საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

"დალევ როცა გინდა, გააკეთებ რასაც გინდა", - ნასრი სევილიაში გადასვლის პერიოდს იხსენებს