ავტორიზაცია

ხელფასის შემცირება გარდაუვალია — ბარსელონა დემბელეს ახალი კონტრაქტის ორ ვარიანტს სთავაზობს

ხელფასის შემცირება გარდაუვალია — ბარსელონა დემბელეს ახალი კონტრაქტის ორ ვარიანტს სთავაზობს
თარიღი 26 Sep 2021, 17:38

"ბარსელონა" თავდამსხმელ უსმან დემბელესთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობას აგრძელებს, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ შეიძლება თავისუფალი აგენტი გახდეს.

კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობა 24 წლის ფრანგის აგენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Sport.es იტყობინება, "ბარსამ" დემბელეს ახალი ხელშეკრულების ორი ვარიანტი გაუმზადა: 2024 წლამდე ხელფასის შემცირებით და 2025 წლამდე, მაგრამ ანაზღაურების შედარებით ნაკლები შემცირებით.

როგორც აქამდე გახდა ცნობილი, ამჟამად ტრავმირებული დემბელე "ბარსელონას" ოქტომბრის დასაწყისში ან შუა რიცხვებში დაუბრუნდება.