ავტორიზაცია

VIDEO: ფატიმ 10-თვიანი ტრავმის შემდეგ დაბრუნება გოლით აღნიშნა, ბარსელონამ გამარჯვების გემო გაიხსენა

თარიღი 26 სექ 2021, 20:13

ლა ლიგის მე-7 ტურში „ბარსელონა“ საკუთარ კედლებში „ლევანტე“ გაანადგურა.

შეხვედრა „კამპ ნოუზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

მე-6 წუთზე ანგარიში მემფის დეპაიმ გახსნა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. მე-14 წუთზე ლუკ დე იონგმა „ბარსას“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა და გუნდის უპირატესობა უკვე ორამდე გაზარდა.

შეხვედრაში წერტილი კი ანსუ ფატიმ დასვა, რომელმაც 90+1 წუთზე მოედანზე 10-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

„ბარსამ“ 12 ქულა დააგროვა და 6 ჩატარებული მატჩის შემდეგ მე-5 ადგილს იკავებს.