ავტორიზაცია

VIDEO: არსენალი აღარ ხუმრობს! არტეტას გუნდმა ტოტენჰემს მოუგო და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

თარიღი 26 სექ 2021, 21:32

პრემიერ ლიგის მე-6 ტურში „არსენალმა“ ლონდონურ დერბიში „ტოტენჰემი“ დაამარცხა.

შეხვედრა სტადიონ „ემირეითსზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

„მეთოფეებმა“ გამარჯვებულის საკითხი პირველივე ტაიმში მოხსნეს - მე-12 წუთზე ანგარიში სმიტ როუმ გახსნა, 27-ზე ობამეიანგმა მეორე გოლი შეაგდო, 34-ზე კი ბუკაიო საკამ „ტოტენჰემის“ სიტუაცია ბოლომდე გამოუსწორებადად აქცია.

ერთადერთი, რაც „დეზებმა“ მოახერხეს - 79-ე წუთზე სონ ჰეუნ მინის პრესტიჟის გოლია, რომელმაც „ტოტენჰემს“ მეტი ვერაფერი მოუტანა.

„არსენალმა“ 3 მარცხით სეზონის დაწყების შემდეგ ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვა, „ტოტენჰემმა“ კი პირიქით, სეზონი 3 გამარჯვებით გახსნა, მას შემდეგ კი ზედიზედ სამი შეხვედრა დათმო. ორივე გუნდს 9-9 ქულა აქვს და ისინი მე-10 და მე-11 პოზიციებს იკავებენ.