VIDEO: ლაციომ უხვგოლიანი რომაული დერბი მოიგო, პედრომ ყოფილ გუნდს გაუტანა
სერია ა-ს მე-6 ტურში „ლაციომ“ რომაულ დერბიში „რომა“ დაამარცხა.
შეხვედრა „სტადიო ოლიმპიკოზე“ გაიმართა და „არწივების“ გამარჯვებით 3:2 დასრულდა.
მატჩში ანგარიში უკვე მე-10 წუთზე მილინკოვიჩ-სავიჩმა გახსნა, 19-ზე კი პედრომ თავის ყოფილ გუნდს გაუტანა და სცვაობა ორამდე გაზარდა.
ტაიმის მიწურულს იბანიესმა მატჩს ინტრიგა დაუბრუნა, როცა 41-ე წუთზე ვერეტუს ასისტით „ლაციოს“ კარის აღება მოახერხა.
63-ე წუთზე „ლაციო“ კვლავ ორი ბურთით გავიდა წინ, თავი ფელიპე ანდერსონმა გამოიჩინა.
მატჩის საბოლოო ანგარიში კი 69-ე წუთზე ვერეტუმ დააფიქსირა, როცა პენალტი ზუსტად შეასრულა.
„ლაციომ“ 6 ტურში 11 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილს იკავებს, მოურინიოს „რომამ“ კი ბოლო 3 მატჩში მეორე მარცხი იწვნია და 12 ქულით მე-4 პოზიციაზეა.