ავტორიზაცია

VIDEO: მორინიოს გაგდებულმა პედრომ რომას პირველივე შეხვედრაში გაუტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა

თარიღი 26 Sep 2021, 22:19

„რომაში“ მისვლისთანავე, ერთ-ერთი პირველი, რაც ჟოზე მოურინიომ გააკეთა - 34 წლის ვეტერან პედრო როდრიგესს კარისკენ მიუთითა.

ესპანელმა ფეხბურთელმა არც აცია, არც აცხელა და კარიერის გასაგრძელებლად „რომას“ თანაქალაქელ „ლაციოში“ გადავიდა და „მგლებს“ პირველივე ურთიერთშეხვედრის დროს ანანა თავისი გაშვება.

თამაშის შემდეგ, მოედანზე საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ პედრო დასახელდა.

ცნობისთვის, პედრო გახდა 40 წლის მანძილზე პირველი ფეხბურთელი, რომელიც „რომადან" სათამაშოდ იმავე ქალაქის გუნდში, „ლაციოში" გადავიდა.