"რეალზე ოცნებობდა და წინ არ გადავუდექი", - ფერგიუსონმა 2009 წელს კრიშტიანუ რონალდუს წასვლა გაიხსენა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ალექს ფერგიუსონმა განმარტა, თუ რატომ გაუშვა კრიშტიანუ რონალდუ 2009 წელს მადრიდის „რეალში“.
„სამეფო კლუბს“ პორტუგალიელი შემტევის ტრანსფერი 94 მილიონი ევრო დაუჯდა, რაც იმდროისთვის სარეკორდო შენაძენი იყო.
„რონალდუ მადრიდის „რეალში“ გადასვლაზე ოცნებობდა და მე წინ არ გადავუდექი. მადეირელმა ბიჭუნამ ჩვენთან ექვსი შესანიშნავი წელი გაატარა, მას შემდეგ, რაც 18 წლის ასაკში გადმოვიდა.
ვფიქრობ, ეს პერიოდი ჩვენთვის შესანიშნავი გამოვიდა და მე მისი შეცვლის საშუალებაც მომეცა. ანტონიო ვალენსია ავიყვანეთ, რომელიც იმდროისთვის ბრწყინვალე იყო და მასში ძალიან გაგვიმართლა.
ვიცოდი, რამდენად მაგარი იქნებოდა კრიშტიანუ „რეალშიც“, ვხვდებოდი. ეს არის ერთადერთი კლუბი, რომელშიც წლიდან წლამდე მსოფლიო დონის ფეხბურთელები ჩნდებიან. ეს გუნდი რეგულარულად იგებს ჩემპიონთა ლიგას, მგონი 13 თასი აქვს თუ რაღაც მსგავსი.
მათ პატივი უნდა ვცეთ, ეს არის ის კლუბი, რომელში გადასვლაზეც ნებისმიერი კლუბი ოცნებობს.“ - აღნიშნა ფერგიუსონმა.