ავტორიზაცია

ჩელსი იუვენტუსს დე ლიგტის სანაცვლოდ ზღაპრულ თანხას სთავაზობს — AS

ჩელსი იუვენტუსს დე ლიგტის სანაცვლოდ ზღაპრულ თანხას სთავაზობს — AS
თარიღი 27 სექ 2021, 19:56

"იუვენტუსის" ცენტრალურმა მცველმა, მატეის დე ლიგტმა კარიერა შეიძლება ინგლისის ჩემპიონატში გააგრძელოს, იტყობინება AS.

გავლენიანი ესპანური გამოცემის თანახმად, 22 წლის ჰოლანდიელისთვის "ჩელსი" იბრძვის, რომელიც მზად არის მასში 120 მილიონი ევრო გადაიხადოს.

მიმდინარე სეზონში დე ლიგტმა "ბებერი ქალბატონის" რიგებში 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი ყვითელი ბარათიც მიიღო.

ცნობისთვის, ახალგაზრდა უკანახაზელს "იუვენტუსთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წლის 30 ივნისს ეწურება.

Transfermarkt-ის ვერსიით, დე ლიგტის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 75 მილიონს შეადგენს.