ავტორიზაცია

რონალდუ კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას აპირებს და სასურველი გუნდიც შეარჩია

რონალდუ კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას აპირებს და სასურველი გუნდიც შეარჩია
თარიღი 27 სექ 2021, 21:53

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ კარიერის დასრულების შემდეგ კლუბში დარჩენას აპირებს.

36 წლის პორტუგალიელი გეგმავს "ეშმაკუნების" მთავარი მწვრთნელი გახდეს, წერს The Sun.

როგორც აღინიშნება, რონალდუ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას ჯერ არ აპირებს, მაგრამ სამომავლოდ "იუნაიტედის" ახალგაზრდული გუნდის გაწვრთნისთვის ემზადება.

ასე და ამგვარად, კრიშტიანუს შეეძლება თავისი შვილის, კრიშტიანუ-უმცროსის განვითარებას მიადევნოს თვალი, რომელიც ამჟამად 11 წლის არის და კლუბში ვარჯიში უკვე დაიწყო.

რონალდუს მოქმედი ხელშეკრულების ვადა "მანჩესტერ იუნაიტედთან" 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

ფერგიუსონი: "რონალდუ იმისათვის დაიბადა, რათა საუკეთესო გამხდარიყო, ამას თავი შესწირა"