ავტორიზაცია

ბარსელონა ზამთარში კავანის შეძენას გეგმავს, ურუგვაელის პოზიცია ცნობილია — AS

ბარსელონა ზამთარში კავანის შეძენას გეგმავს, ურუგვაელის პოზიცია ცნობილია — AS
თარიღი 27 სექ 2021, 22:31

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ედინსონ კავანი შესაძლოა ესპანეთის ჩემპიონატში გადაბარგდეს.

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა AS ავრცელებს.

კატალონიელებს 34 წლის ურუგვაელის შეძენა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე სურთ. თავად კავანიც არ არის "ეშმაკუნების" რიგებიდან წასვლის წინააღმდეგი, რადგან საეჭვოა ბევრი სათამაშო დრო მიეცეს.

ედინსონი "ემიუს" ღირსებას 2020 წლიდან იცავს. მოქმედი ხელშეკრულების ვადა მას 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

მიმდინარე სეზონში გამოცდილმა ფორვარდმა მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი გოლით ან ასისტით არ გამოუჩენია.