ავტორიზაცია

პოჩეტინო: "მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელსაც სჭირდება ახალ გუნდში ადაპტაციის გავლა"

პოჩეტინო: "მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელსაც სჭირდება ახალ გუნდში ადაპტაციის გავლა"
თარიღი 27 სექ 2021, 23:26

"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტისთან" გასამართი მატჩის წინ თავდამსხმელ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

"მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე ვსაუბრობთ. მაგრამ ამასთანავე, უნდა გვესმოდეს, რომ ისიც ადამიანია, როგორც ჩვენს, რომელსაც ახალ კლუბში ადაპტაცია სჭირდება".

"ოჯახი ახალ საზოგადოებას და კულტურას უნდა მიეჩვიოთ. მიეცით ფეხბურთელს ადაპტაციის და იმის საშუალება, თავი ისე იგრძნოს, როგორც სახლში. ახლა მისთვის ყველაფერი ახალია".

"ჯერ არ გასულა დიდი ხანი, რაც "პსჟ"-შია, ერთად ვმუშაობთ. ლეო თანაგუნდელებს იცნობს. აპირებს წარმატებას მიაღწიოს და დიდი ტიტულები მოიგოს", - ციტირებს არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს BBC.

"ითამაშებს თუ არა მესი სამშაბათს? არაფერს ვადასტურებ, სანამ მატჩის დღე არ დადგება. ფეხბურთელთა ჯგუფში ხელმისაწვდომი იქნება", - დაამატა პოჩეტინომ.

34 წლის სუპერვარსკვლავმა მუხლის დაზიანების გამო პარიზელთა ბოლო ორი მატჩი გამოტოვა. დღეს ლეომ თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა და "სიტისთან" შეხვედრის განაცხადში უნდა მოხვდეს.

"პსჟ" - "მანჩესტერ სიტი" 28 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.