ავტორიზაცია

"რონალდოს, რივალდოს, რონალდინიოს და მესის საქმეს დეპაი ღირსეულად გააგრძელებს", - სიმაო

"რონალდოს, რივალდოს, რონალდინიოს და მესის საქმეს დეპაი ღირსეულად გააგრძელებს", - სიმაო
თარიღი 28 სექ 2021, 12:21

"ბარსელონას" ყოფილმა შემტევმა, სიმაო საბროსამ თავისი ექს-გუნდის წარსულის გამორჩეულ ფეხბურთელებსა და ამჟამინდელ მდგომარეობაზე განცხადება გააკეთა:

"მესი არის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე და ცხადია, მისი წასვლა ბარსელონასთვის უდიდესი დარტყმაა. დეპაის მოსვლით, პოზიტივის ნახვა ნამდვილად შეიძლება.

ის არის მაღალი დონის შემსრულებელი, რომელსაც შეუძლია, როგორც არგენტინელი თავდამსხმელის შეცვლა, ისე პრაქტიკულად ნებისმიერი შეხვედრის ბედის გადაწყვეტა.

ეს კლუბი ადრეც ყოფილა რთულ მდგომარეობაში, როდესაც მიდიოდნენ რონალდო, რივალდო და რონალდინიო. გადიოდა პერიოდი და კატალონიაში ახალი გმირი ყოველთვის ჩნდებოდა".

შეგახსენებთ, რომ ლიონელი "ბლაუგრანადან" "პარი სენ-ჟერმენში" გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით, ანუ სრულიად უფასოდ. "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ნიდერლანდელის გარდა, სერხიო აგუეროც დაიმატეს.

აქვე დავამატებთ, "პსჟ"-ს ამჟამინდელი ფორვარდის ლეგენდარული 10-ნომრიანი მაისური "კამპ ნოუზე" ანსუმანე ფატიმ მოირგო. ესპანელი შემტევი 323-დღიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

"მესისა და სალაჰს შორის ბევრ საერთოს ვხედავ", - სიტის ყოფილი მცველი