ავტორიზაცია

"ოქრიაშვილი საკუთარი თავის აჩრდილივით თამაშობს", - კვიპროსული მედია ქართველს აკრიტიკებს

"ოქრიაშვილი საკუთარი თავის აჩრდილივით თამაშობს", - კვიპროსული მედია ქართველს აკრიტიკებს
თარიღი 28 სექ 2021, 14:18

როგორც მოგეხსენებათ, კვიპროსის ჩემპიონატის მეოთხე ტურის ფარგლებში "აპოელმა" მიიღო "პაეეკი", რომელიც დაამარცხა მინიმალური ანგარიშით, 1:0. მატჩის ერთგვარ ანტიგმირად მოგვევლინა თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც მოედნიდან გააძევეს.

კვიპროსულ მედიას აღნიშნული ინციდენტი ცხადია არ გამორჩენია, ადგილობრივმა Goal-მა ქართველი თავდამსხმელის მისამართით კრიტიკული კომენტარი არ დაიშურა.

"ოქრიაშვილმა დიმიტრიუსს ჩაარტყა იდაყვი, რის გამოც ის პირდაპირ წითელ ბარათსაც იმსახურებდა. ზოგადად კი მისი თამაშის ხარისხი დაბალია, ქართველი საკუთარ აჩრდილს ჰგავს.

ის ვერ ამართლებს ვერც აპოელის ხელმძღვანელობის და ვერც გუნდის გულშემატკივრების იმედებს. ვნახოთ, შეძლებს თუ არა თორნიკე რეაბილიტაციას", - წერენ კვიპროსელები.

კირენიელებთან შეხვედრაში მიღებული წითელი ბარათის გამო, ნოქოზიელთა ფორვარდი თავისი გუნდის შემდეგ მატჩს გამოტოვებს. ცნობისთვის, "ლურჯ-ყვითლების" შემდეგი მეტოქე "ანორთოსისი" იქნება.

აქვე დავამატებთ, 29-წლის შემტევის გარდა, სოფრონის ავგოუსტის გუნდში ირიცხება კიდევ ორი "ჯვაროსანი" - გიორგი ქვილითაია და მურთაზ დაუშვილი. ფამაგუსტელებთან მატჩი 3 ოქტომბერს არის ჩანიშნული.