ავტორიზაცია

"უდიდესი სურვილი მაქვს დავბრუნდე და ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი კვლავ მოვისმინო", - შევჩენკო

"უდიდესი სურვილი მაქვს დავბრუნდე და ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი კვლავ მოვისმინო", - შევჩენკო
თარიღი 28 სექ 2021, 18:29

ლეგენდარულმა უკრაინელმა თავდამსხმელმა, ანდრეი შევჩენკომ, „მილანში“ დაბრუნების სურვილი გამოთქვა, რომელშიც ფეხბურთელობისას ყველაზე დიდ წარმატებებს მიაღწია.

„ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგაზე „მილანის“ ფეხბურთელებს სულ სხვა სტატუსი აქვთ. ამ ტურნირზე „დინამო კიევთან“ ერთადაც მითამაშია, მაგრამ „მილანთან“ სრულიად განსხვავებული და შესანიშნავი ისტორია იყო. ორი ფინალი და პირველ რიგში, ფანტასტიკური ემოციები.

ჩემპიონთა ლიგას სულ სხვანაირად უნდა მიუდგე. ეს უდიდესი ისტორიის მქონე შეჯიბრია. საუკეთესო გუნდებთან და ფეხბურთელებთან ერთად თამაშით, შენ ვითარდები. „მილანი“ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამოცდილებას თაობიდან თაობას გადასცემს. როცა ამ გუნდის მაისურს ატარებ, შენ ისტორიით იტვირთები.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მოედნის ენერგია ძალიან მაკლია, როცა ფანების ღრიალს ისმენ. მზადება და მატჩის წინ დაძაბულობაც ძალიან მაკლია.

უდიდესი სურვილი მაქვს, „მილანში“ დავბრუნდე და ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი კვლავ მოვისმინო.“ - აღნიშნა შევჩენკომ.

ექს-თავდამსხმელის ბოლო სამუშაო ადგილი უკრაინის ნაკრები იყო, რომელიც მან ევრო 2020-ს შემდეგ დატოვა, სადაც გუნდი მეოთხედფინალში გაიყვანა.