» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

"კოლხეთის" მწვრთნელი მსაჯს "გურიასთან" წაგებაში ადანაშაულებს: "ხუჭუას ჰგონია, რომ "ხიტრია" და ადვილად გაუვა ასეთი ამაზრზენი მოქმედებები, მაგრამ ცდება!"



17 სექტემბერს უმაღლესი ლიგის გადადებული ტურის მატჩები გაიმართა. ერთ-ერთ შეხვედრაში ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდები - ლანჩხუთის "გურია" და ფოთის "კოლხეთი" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მატჩი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. მათ მეტოქის ძლევა აგნარიშით 3-2 მოახერხეს. თამაშის შემდეგ "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელი ზაზა ინაშვილი უკმაყოფილებას ვერ მალავდა მთავარი მსაჯის - ხუჭუას მიმართ. მან საკმაოდ ემოციური ინტერვიუ მისცა "საზოგადოებრივ მაუწყებელს", სადაც იგი ხუჭუას მატჩის წაგებაში ადანაშაულებდა. GOAL.GE უმალ დაუკავშირდა მეგრული გუნდის მთავარ მწვრთნელს და ამ საკითხთან დაკავშირებით გაესაუბრა. - გუშინ ყველამ ნახა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში თქვენი ინტერვიუ, რომელშიდაც ჩანდა, რომ უკმაყოფილო იყავით ოთხშაბათს "გურიასთან" გამართულ მატჩში მსაჯის მოქმედებებით. თუ შეგიძლიათ ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს კიდევ ერთხელ უთხრათ, კონკრეტულად რამ გამოიწვია არბიტრის მოქმედებების არმოწონება და რა გაძლევთ იმის საფუძველს, რომ მსაჯი გააკრიტიკოთ? - "პირველ არხზე" ნაჩვენებ კადრებში ყველაფერი კარგად გამოჩნდა, თუმცა იმ ვიდეოში ყველა მომენტი ვერ მოხვდა. ერთი სიტყვით, საშინელი მსაჯობა იყო. ძალიან ბევრ სათამაშო მომენტში ხუჭუა უსამართლოდ მოგვექცა: უამრავი თამაშგარე დაგვიფიქსირა, არ დაგვინიშნა ას პროცენტიანი თერთმეტმეტრიანი. კიდევ ერთ შემთხვევაზე მინდა ყურადღების გამახვილება: მატჩის მე-7 წუთზე ჩვენი გუნდის კაპიტანი გოგონაია მივიდა ხუჭუასთან, რომ იმ წუთში მომხდარ მომენტზე გასაუბრებოდა. ხმის ამოღება და ყვითელი ბარათის ჩვენება ერთი იყო. ვერ გავიგეთ რა მოხდა. მგონი, ყველამ კარგად ვიცით, რომ კაპიტანს უფლება აქვს მსაჯს მოედანზე რამე საკამათო შემთხვევაზე მშვიდად გაესაუბროს. სწორედ ეს გააკეთა გოგონაიამაც. თუ ამ ფეხბურთელმა იმ მომენტში მსაჯს შეურაცხყოფა მიაყენა, მაშინ რატომ საერთოდ არ გააგდო იგი? ასეთ შემთხვევაში ყვითელი ბარათი შეუსაბამოა. თუმცა, სიმართლე ერთია, რომ კაპიტანმა იმ დროს თავისი უფლება გამოიყენა და მსაჯთან წყნარად გასაუბრება მოინდომა, რაც ხუჭუამ მას არ აცალა. ამ უსამართლობების "დაგვირგვინება კი ბოლო წუთებზე ჩვენს წინააღმდეგ მოგონებული ჯარიმა იყო, რომლის შემდეგაც მესამე გოლი გაგვივიდა და სწორედ ამ ბურთის წყალობით წავაგეთ. ამის შემდეგ, მსაჯმა 94-ე წუთზე აშკარა ჯარიმა არ დაგვინიშნა და ბოლო შანსი წაგვართვა ხელიდან. ეს ყველაფერი ძალიან დიდი უსამართლობაა! ჩვენ ადრე "ტორპედოს" ვეთმაშეთ, ასევე ბათუმის "დინამოს", "ბაიას", თბილისის "დინამოს". მიუხედავად იმისა, რომ ამ მატჩებში წარმატებებს ვერ მივაღწიეთ, მსაჯების მიმართ უკმაყოფილება არ გამოგვითქვამს და ყველაფერი ჩვენს ცუდ თამაშს დავაბრალეთ. იმიტომ, რომ სწორედ ეს იყო მიზეზი და არა არბიტრების უსამართლობა. თუმცა, "გურიასთან" გამართულ მატჩში ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ორივე გუნდისთვის, რადგან ერთმანეთს ორი ისეთი კლუბი დაუპირისპირდა, რომლებიც ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფებიან. სწორედ ჩვენი დონის გუნდებთან გვაქვს ქულების აღება დაგეგმილი. საწყენია, რომ მსაჯმა ამ შემთხვევაში შეგვიშალა გეგმის განხორციელებაში ხელი. ასეთ პრინციპულ შეხვედრებში კი ხუჭუას დონის არბიტრებმა არ უნდა იმსაჯონ. მის შემცვლელს რაც შეეხება, ავიღოთ თუნდაც ხარიტონაშვილი, რომელიც მეოთხე მსაჯი იყო, თუმცა ის ხუჭუაზე გაცილებით უფრო კარგი და მაღალკვალიფიციური არბიტრია. მე არ ვამბობ იმას, რომ მას შეცდომა არ მოუვიდოდა, თუმცა ისეთ მსაჯს, როგორიც ამ თამაშში იყო, ნამდვილად სჯობდა. - მატჩის შემდეგ მსაჯს შეხვდით და პირადად მასთან გააპროტესტეთ მისი უსამართლო ქცევა? - მასთან მატჩის შემდეგ არავინ შეუშვეს. ოთახთან დაცის თანამშრომელი იდგა, რომელიც ხუჭუასთან შესვლას და გასუბრებას ყველას უკრძალავდა. თქვენ წარმოიდგინეთ, მე პირველი ტაიმის შემდეგაც მსურდა არბიტრთან მშვიდად დალაპარაკება, მაგრამ ვერც შესვენებაზე მოვახერხე მისი ნახვა. ხუჭუას ჰგონია, რომ "ხიტრია" და ადვილად გაუვა ასეთი უაზრო მოქმედებები. თუმცა, ჩვენც დიდი ხანია ფეხბურთში ვართ და რაღაც-რაღაცები ჩვენც გაგვეგება! - აპირებეთ ამ შეხვედრის შედეგის გასაჩივრებას ფეხბურთის ფედერაციაში? - არა და ამას აზრი არც აქვს. ეს შედეგი უკვე ძალაშია და, შესაბამისად, ხუჭუას ამაზრზენი მოქმედებები, სამწუხაროდ, ჩემპიონატის ცხრილზეც აისახა. - "კოლხეთს" ახლა მხოლოდ ოთხი ქულა აქვს. თუ მსაჯები ხელს არ შეგიშლიან და ყველაფერი სამართლიანად იქნება, როგორ ფიქრობთ, რომელი პოზიციებისთვის შეუძლია იბრძოლოს თქვენმა გუნდმა? - მოგეხსენებათ, ფოთელებს საკუთარი სტადიონიც არ აქვთ და ეს გუნდისთვის ძალიან დიდი დანაკლისია. "კოლხეთს" ძალიან მწირი სახსრები გააცნია და, შესაბამისად, წლევანდელ სეზონში ჩვენი პროგრამა "კოლხეთისთვის" პრინციპულ მეტოქეებთან წარმატებების მიღწევა და უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. თუ ამას მოვახერხებთ, სამომავლოდ გუნდი აუცილებლად ნახავს კარგ სპონსორს, ამ საქმეში აუცილებლად ჩაერთვებიან კერძო პირები და შემდეგ წლებში გაცილებით უფრო დიდი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ!

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ხაბიბი: "ფერგიუსონთან ბრძოლა არ შედგება"

UFC-ის ჩემპიონმა მსუბუქ წონით კატეგორიაში, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, ტონი ფერგიუსონთან ბრძოლის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 23:40

მუჯირი: "სამწუხაროდ, საქართველოში გასამართი ტურნირიც გაგვიუქმდა"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი კომენტარს აკეთებს.

დღეს, 23:32

სოლსკიაერი: "ფეხბურთელებმა ახლა ცოლებთან ერთად უნდა ივარჯიშონ"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 23:29

რა ეღირება პოგბა პანდემიის დასრულების შემდეგ?

CIES Football Observatory-მ გამოიკვლია, თუ რა ეღირებიან ფეხბურთელები კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ.

დღეს, 23:14

ბარსელონა პსჟ-ს ისტორიულ გაცვლას შესთავაზებს - Sky Sports

კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობას თავდამსხმელ ნეიმარის დაბრუნება კვლავ სურს.

დღეს, 22:30

დიბალა: "ჩემი სიტყვები მესიზე? სხვანაირად უნდა მეთქვა"

პაულო დიბალამ განაცხადა, რომ თანამემამულის, ლიონელ მესის გაკრიტიკებას არ აპირებდა.

დღეს, 22:17

მანჩესტერმა პოგბას შემცვლელი იპოვნა, კონკრეტული თანხა მზადაა

მოგეხსენებათ, არ არის გამორიცხული, ზაფხულში პოლ პოგბამ "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვოს.

დღეს, 22:09

დიბალა: "რონალდუს ვუთხარი, რომ არგენტინაში ცოტა გვძულს"

პაულო დიბალამ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ გაეხუმრა თანაგუნდელ კრიშტიანუ რონალდუს.

დღეს, 21:57

ჰოლანდისთვის ზაფხულში ორი გრანდი იბრძოლებს - ESPN

"დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის ყიდვა ევროპულ გრანდებს სურთ.

დღეს, 21:24

ბარსელონამ უმტიტის ფასი დაადო, მსურველები გამოჩნდნენ

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა მზადაა ცენტრალური მცველი, სამუელ უმტიტი გაყიდოს.

დღეს, 20:59

დე ბრუინმა განაცხადა, თუ როგორ იმოქმედებს კარანტინი მის კარიერაზე

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 20:53

გარიგება ახლოვდება - პსჟ-ს მფლობელები ინგლისურ კლუბს ყიდულობენ?

"პარი სენ ჟერმენის" მფლობელებმა უახლოეს პერიოდში შეიძლება ინგლისური კლუბი იყიდონ.

დღეს, 20:28

მოთხოვნა იზრდება - ხამესი პრემიერ ლიგის 4 კლუბს სურს

"რეალის" კოლუმბიელ ნახევარმცველს, ხამეს როდრიგესს მსურველთა რიგი უდგას.

დღეს, 20:21

კეინს ფასი დაადეს, ტოტენჰემი კოლოსალურ თანხას ითხოვს

"ტოტენჰემის" ხელმძღვანელობა თავდამსხმელ ჰარი კეინის შენარჩუნებაში დარწმუნებულია.

დღეს, 20:17

კავანის წასვლა ახლოვდება, ტუხელმა შემცვლელი შეარჩია

"პსჟ"-ს თავდამსხმელს, ედინსონ კავანის სეზონის დასრულების შემდეგ კონტრაქტი ეწურება.

დღეს, 20:05

კონტაქტი შედგა, დონარუმას სერიოზული მსურველი ჰყავს

არ არის გამორიცხული, ზაფხულში ჯანლუიჯი დონარუმამ სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

დღეს, 19:46

პრემიერ ლიგაში ხელფასები არ მცირდება, მიზეზი ცნობილია

ინგლისის ჩემპიონატის კლუბები ჯერჯერობით ფეხბურთელებს ხელფასს არ შეუმცირებენ.

დღეს, 19:29

პსჟ პრობლემებშია: დაფინანსების შემცირება ან აქციების გაყიდვა

Qatar Sports Investments-მა შესაძლოა "პსჟ"-ს დაფინანსება სარგძნობლად შეამციროს.

დღეს, 19:21

ოფიციალურად: ამ სეზონში უიმბლდონი არ ჩატარდება

საჩოგბურთო სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ამ სეზონში არ ჩატარდება.

დღეს, 19:15

უეფას ახალი გადაწყვეტილება საქართველოს ნაკრებების მატჩებთან დაკავშირებით

დღეს, უეფას ორგანიზებით და 55-ვე წევრი ასოციაციის გენერალური მდივნების მონაწილეობით მორიგი ვიდეო კონფერენცია ჩატარდა.

დღეს, 19:12

"რიცხვს მაინც დახედეთ", - ფრანგულმა ვებ-გვერდმა აღიარა, რომ ჟირუს პასუხი ბენზემაზე მოგონილია

ფრანგულმა ვებ-გვერდმა beFoot-მა აღნიშნა, რომ ოლივიე ჟირუს პასუხი კარიმ ბენზემას კომენტარზე, უბრალო საპირველაპრილო ხუმრობაა.

დღეს, 17:45

მესიმ 15 საუკეთესო ახალგაზრდა დაასახელა - სიაში რეალის ორი ფეხბურთელია

„ბარსელონას“ კაპიტანმა, ლიონელ მესიმ თანამედროვეობის 15 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი დაასახელა.

დღეს, 17:38

ლივერპული ბრძოლას გამოეთიშა - სანჩოსთვის ბრძოლაში ორი გრანდი დარჩა

დორტმუნდის „ბორუსიას“ ინგლისელი შემტევი სატრანსფერო ბაზარზე დიდი პოპულარულობით სარგებლობს.

დღეს, 17:32

იუვენტუსი და იუნაიტედი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან გაცვლას ამზადებენ?

„მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „იუვენტუსს“ შორის შესაძლოა ხმაურიანი გაცვლა განხორციელდეს.

დღეს, 17:27

იუვენტუსმა რონალდუს ფასი დაადო - პორტუგალიელს ორი მსურველი უკვე გამოუჩნდა

პორტუგალიელმა უახლოეს ზაფხულს შესაძლოა გუნდი შეიცვალოს.

დღეს, 16:55

"პრობლემები შემექმნება", - გრიზმანმა ჟირუსა და ბენზემას სიტყვიერ კონფლიქტზე ისაუბრა

„ბარსელონას“ ფორვარდმა თანამემამულეთა კონფლიქტში ჩარევა არ მოისურვა.

დღეს, 16:51

მილანის ლეგენდარული ფეხბურთელის მეუღლე: "ქმართან სექსმა მუხლები გამინადგურა"

„მილანის“ და ზოგადად იტალიური ფეხბურთის ლეგენდის, ალესანდრო კოსტაკურტას მეუღლემ, საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 16:47

მაქსი როდრიგესმა გაიხსენა, როგორ მოატყუა რაფაელ ბენიტესი ლივერპულში გადასვლის გამო

„ნიეულს ოლდ-ბოისის“ შემტევმა, მაქსი როდრიგესმა გაიხსენა, როგორ მოატყუა რაფაელ ბენიტესი, 2010 წელს „ატლეტიკოდან“ „ლივერპულში“ გადასვლის გამო.

დღეს, 16:44

უეფამ საქართველო - ბელარუსის მატჩი კიდევ ერთხელ გადადო

55 ქვეყნის წარმომადგენელმა უეფასთან ვიდეო-კონფერენცია გამართა, მათ შორის იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც.

დღეს, 16:38

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10