ავტორიზაცია

VIDEO: დაუვიწყარი მატჩი KDB-სთვის! დღე, როცა დე ბრუინმა გვარდიოლას გუნდი პირადად დაასამარა

თარიღი 28 სექ 2021, 18:51

2015 წლის იანვარში ბუნდესლიგის მე-18 ტურში „ვოლფსბურგი“ და მიუნხენის „ბაიერნი“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

შეხვედრა „ვოლქსვაგენ არენაზე“ გაიმართა და მასპინზელთა გამარჯვები4 4:1 დასრულდა. იმ დროს, „ვოლფსბურგის“ მაისურით ახალგაზრდა კევინ დე ბრუინი ასპარეზობდა, „ბაიერნს“ კი სათავეში პეპ გვარდიოლა ედგა - ვინ იცოდა მაშინ, რომ რამდენიმე წელიწადში, ეს ორი „სიტიში“ საოცნებო ტანდემს შექმნიდნენ და არაერთხელ გახდებოდნენ ინგლისის ჩემპიონები.

იმ სეზონში კევინ დე ბრუინი შეუჩერებელი იყო - „მგლების“ მაისურით მან 58 მატჩში 18 გოლი და 29 (!!!) საგოლე გადაცემა მიითვალა.

უშუალოდ ამ შეხვედრაში ბელგიელმა ნახევარმცველმა 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა და პეპის გუნდი პრაქტიკულად ინდივიდუალურად დაასამარა.