"ვურჩევ თუ არა ფეხბურთელებს ვაქცინაციას? მე ფეხბურთის მწვრთნელი ვარ და არა კორონავირუსის ექსპერტი", - ტუხელი

„ჩელსის“ მწვრთნელმა, თომას ტუხელმა აღნიშნა, რომ საკუთარ ფეხბურთელებს კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებას არ აიძულებს.
ლონდონური გუნდის ნახევარმცველი ნგოლო კანტე „იუვენტუსთან“ მატჩს კორონავირუსის გამო გამოტოვებს. არც ისე დიდი ხნის წინ, დაავადების გამო „ჩელსის“ ვერ ეხმარებოდა კრისტიან პულიშიჩიც.
ფეხბურთელებს აცრას თუ ურჩევდით?
ადვილია თქვა „კი“ და ბევრი ადამიანისგან მოწონება დაიმსახურო. მაგრამ მაქვს თუ არა ამის უფლება? არამგონია.
შემიძლია გადაწყვეტილებები საკუთარი თავისთვის მივიღო, ყველა თავისთვის უნდა დაფიქრდეს და გადაწყვიტოს, სურს თუ არა გარისკვა. ეს სერიოზული საკითხია.
ვაქცინაცია მე ნამდვილ დაცვად მეჩვენება, მე ავიცერი, რადგან გადაწყვეტილება თავად მივიღე. მაგრამ არ მგონა, რომ მაქვს უფლება რეკომენდაციები გავცე. ეს შეიძლება ზედმეტად შორს წავიდეს. მე ფეხბურთის მწვრთნელი ვარ და არა კორონავირუსის ექსპერტი. სჯობს, ეს საკითხი პროფესიონალებს დავუტოვო.“ - აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.