ავტორიზაცია

ნულოვანი ფრე - ინტერმა სტუმრად დონეცკის შახტარი ვერ გატეხა

ნულოვანი ფრე - ინტერმა სტუმრად დონეცკის შახტარი ვერ გატეხა
თარიღი 28 სექ 2021, 22:38

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „ინტერი“ სტუმრად დონეცკის „შახტარს" დაუზავდა.

შეხვედრა კიევში სტადიონ „ოლიმპიისკიზე“ გაიმართა და ფრედ, 0:0 დასრულდა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა გადამწყვეტი უპირატესობა ვერცერთმა გუნდმა ვერ მოიპოვა - მატჩის მიწურულს „ინტერი“ გამარჯვების გოლთან ახლოს იყო, თუმცა 37 წლის ანდრეი პიატოვმა საკუთარი კარი რამდენჯერმე აშკარა გოლისგან იხსნა და თავისი გუნდი გადაარჩინა.

ორი ტურის შემდეგ „ინტერმაც“ და „შახტარმაც“  პირველი ქულა დააგროვეს, მას შემდეგ რაც საწყის ეტაპზე მილანური გუნდი მადრიდის „რეალთან“ დამარცხდა, „შახტარმა“ კი მოლდოვურ „შერიფს“ ვერაფერი დაუპირისპირა.