ავტორიზაცია

VIDEO: მორიგი გამარჯვება - აიაქსმა ბეშიქთაშის წინააღმდეგობაც ადვილად დაძლია და ჯგუფში 6 ქულით გალიდერდა

თარიღი 28 სექ 2021, 22:44

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „აიაქსმა“ საკუთარ კედლებში „ბეშიქთაში“ დაამარცხა.

შეხვედრა ამსტერდამში „იოჰან კროიფ არენაზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

მე-17 წუთზე ანგარიში ბერგუისმა გახსნა, 43-ზე კი სებასტიან ალერმა სხვაობა ორამდე გაზარდა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

ალერისთვის ეს საწყის ორ ტურში მე-5 გატანილი გოლი გამოდგა და ჯერჯერობით ის ბომბარდირთა დავას უპირობოდ ლიდერობს.

„აიაქსმა“ მეორე გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფში 6 ქულით ლიდერობს, „ბეშიქთასის“ ანგარიშზე კი 0 ქულაა.