ავტორიზაცია

VIDEO: ლეო მესის სადებიუტო გოლი, ლამაზი საღამო პარიზისთვის - პსჟ-მ სიტი დამაჯერებლად დაამარცხა

თარიღი 29 სექ 2021, 00:57

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის ცენტრალურ მატჩში „პარი სენ-ჟერმენმა“ „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხა.

შეხვედრა „პარკ დე პრენსზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

მე-8 წუთზე ანგარიში იდრისა გეიემ გახსნა და პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შეხვედრაში წერტილი კი 74-ე წუთზე ლეო მესიმ დასვა, რომელმაც კილიან მბაპეს ასისტით პარიზში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.

„პსჟ-მ“ 4 ქულა დააგროვა და ჯგუფში გალიდერდა, „სიტი“ კი 3 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება.