ავტორიზაცია

"მადრიდში მოსაგებად ჩამოვედით", - შერიფის კაპიტანი რეალის სენსაციურად დამარცხების შემდეგ

"მადრიდში მოსაგებად ჩამოვედით", - შერიფის კაპიტანი რეალის სენსაციურად დამარცხების შემდეგ
თარიღი 29 სექ 2021, 15:51

ტირასპოლის "შერიფის" თავდამსხმელმა და კაპიტანმა, ფრანკ კასტანიედამ ჩემპიონთა ლიგაზე "რეალის" (2:1) დამარცხებაზე განცხადება გააკეთა.

"აქ გამარჯვება ოცნებაა, რომელიც რეალობად იქცა. ბედნიერები ვართ და ახლა ამ გრძნობით ვტკბებით. სრულიად დარწმუნებულნი ვიყავით იმაში, რასაც ვაკეთებდით, ახლა კი ამის შედეგს ვხედავთ", - ციტირებს კოლუმბიელის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

"აქ მოგებისთვის ჩამოვედით. უბრალოდ ნომრის მოსანახულებლად არ მოვსულვართ, რადგან ვიცით ჩვენი ფასი. საბედნიეროდ, "რეალმა" თავისი მომენტები ვერ გამოიყენა, ჩვენგან განსხვავებით".

"გამარჯვების გოლი რაღაც არაამქვეყნიური გამოვიდა. ასეთზე მხოლოდ თუ იოცნებებ. პირადად მივულოცე ტილს მატჩის შემდეგ", - ასძინა მოლდოვური კლუბის კაპიტანმა.

"შერიფი" ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო მატჩს 19 ოქტომბერს "ინტერის" წინააღმდეგ გამართავს. ამ დროისთვის, თავის ჯგუფში ტირასპოლელები 6 ქულით პირველ ადგილს იკავებენ.