ავტორიზაცია

შერიფის ნახევარმცველი: "ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო და ყველაზე მნიშვნელოვანი გოლია"

შერიფის ნახევარმცველი: "ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო და ყველაზე მნიშვნელოვანი გოლია"
თარიღი 29 სექ 2021, 16:01

"შერიფის" ნახევარმცველმა, სებასტიენ ტილმა ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" (2:1) "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოგებული მატჩის შემდეგ განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, აღნიშნულ დაპირისპირებაში 90-ე წუთზე გამარჯვების მომტანი გოლი სწორედ 27 წლის ლუქსემბურგელმა ფეხბურთელმა გაიტანა.

"ახლა უბრალოდ ბედნიერები ვართ. შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ. ძალინ გაბედულად ვმოქმედებდით და საბედნიეროდ, ასეთი ურაგანი გოლი გავიტანე".

"ცხადია, ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო და ყველაზე მნიშვნელოვანი გოლია", - ციტირებს ტირასპოლელთა ნახევარმცველის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

"შერიფი" ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო მატჩს 19 ოქტომბერს "ინტერის" წინააღმდეგ გამართავს. ამ დროისთვის, თავის ჯგუფში ტირასპოლელები 6 ქულით პირველ ადგილს იკავებენ.