ავტორიზაცია

"მეცინება, როცა ჩემზე ამ ყველაფერს ვკითხულობ", - დონარუმა გავრცელებულ ჭორებს ეხმაურება

"მეცინება, როცა ჩემზე ამ ყველაფერს ვკითხულობ", - დონარუმა გავრცელებულ ჭორებს ეხმაურება
თარიღი 29 Sep 2021, 16:34

"პსჟ"-ს გოლკიპერი, ჯანლუიჯი დონარუმა გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვითომდა პარიზულ გუნდში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა.

"უბრალოდ სიცილი მინდა. "პსჟ"-ში ბედნიერი ვარ და მეცინება, როცა ჩემზე ამ ყველაფერს ვკითხულობ", - ციტირებს იტალიელი კიპერის სიტყვებს Goal.com.

"წარმოუდგენელია ყველა ამ ჩემპიონის გვერდით თამაში. არანაირი პრობლემა არ არსებობს, აქ ყოფნით ბედნიერი ვარ, ჩემი კლუბი ყოველთვის მხარს მიჭერს".

"ჩემპიონთა ლიგაზე ჩემს დებიუტზე ვოცნებობდი და ეს ოცნება ამიხდა", - დასძინა დონარუმამ.

მოგეხსენებათ, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მეორე ტურის ეგიდით, "პარი სენ ჟერმენმა" გუშინ შინაურ კედლებში "მანჩესტერ სიტი" დაამარცხა - 2:0.