ავტორიზაცია

საბურთალომ სტუმრად სამტრედია მარტივად დაამარცხა

საბურთალომ სტუმრად სამტრედია მარტივად დაამარცხა
თარიღი 29 სექ 2021, 17:38

ეროვნული ლიგის 27-ე ტურში გაიმართა საინტერესო მატჩი "სამტრედიასა" და "საბურთალოს" შორის.

მატჩი ორივე გუნდმა მშვიდ ვითარებაში დაიწყო. მე-9 წუთზე თბილისელთა მეკარემ ოთო გოშაძემ გამჭოლი გადაცემა აკაკი შულაიას მიმართულებით გააკეთა, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა და ანგარიში გახსნა.

საბურთალოელები უპირატესობას გატანილი გოლის შემდეგ ფლობდნენ და რამდენიმე მომენტიც შექმნეს.

35-ე წუთზე გიორგი გოჩოლეიშვილის გადაცემას გიორგი გულიაშვილის გოლი მოჰყვა და  სხვაობა ორამდე გაიზარდა.

მეორე ნახევარში "საბურთალომ" უპირატესობა შეინარჩუნა, 2:0 გაიმარჯვა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

"სამტრედიას" მხოლოდ 16 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა, "საბურთალო" კი 46 ქულით მესამეა.