ავტორიზაცია

აუტსაიდერების ბრძოლა ფრედ დასრულდა - შუქურას მნიშვნელოვანი ქულა

აუტსაიდერების ბრძოლა ფრედ დასრულდა - შუქურას მნიშვნელოვანი ქულა
თარიღი 29 სექ 2021, 17:44

ეროვნული ლიგის 27-ე ტურში ერთმანეთს ქობულეთის "შუქურა" და "თელავი" დაუპირისპირდნენ.

ორივე გუნდისთვის ეს მატჩი მნიშვნელოვანი იყო, რადგან აუტსაიდერები არიან და ყველა ქულას დიდი ფასი აქვს.

მე-5 წუთზე ანგარიში ქობულეთელებმა გახსნეს. ჯეირალდოს გადაცემით გოლი მიშიკო სარდალიშვილმა გაიტანა.

მეორე ნახევარში თელაველები უპირატესობას დაეუფლნენ და რამდენიმე მომენტიც შექმნეს.

შეცვლაზე შემოსულმა ირაკლი რუხაძემ ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამ ფრით "შუქურამ" 22 ქულა დააგროვა და "სამტრედიასთან" უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა. "თელავი" კი 26 ქულით მე-8 ადგილზეა.