ავტორიზაცია

კურტუა: "შერიფის რიგებში სწრაფი ფეხბურთელები თამაშობენ და ამან ცხოვრება გაგვირთულა"

კურტუა: "შერიფის რიგებში სწრაფი ფეხბურთელები თამაშობენ და ამან ცხოვრება გაგვირთულა"
თარიღი 29 სექ 2021, 17:50

"რეალის" გოლკიპერმა, ტიბო კურტუამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ეგიდით "შერიფთან" (1:2) გამართულ მატჩში განცდილ მარცხზე ისაუბრა.

"ორი ისეთი გოლი გავუშვით, რომელიც შესანიშნავად შესრულდა. გამარჯვებისკენ ვისწრაფვით და ამისათვის ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ თავის დაცვა საჭიროა".

"მეტოქის მეკარემ ჩინებული მატჩი ჩაატარა, ბურთს მის კარში შესვლა არ უნდოდა. "შერიფის" რიგებში სწრაფი ფეხბურთელები თამაშობენ და ამან ცხოვრება გაგვირთულა. პრესინგში წარმატებას ვერ მივაღწიეთ. ასეთი დღეებიც დგება".

"სელტასა" და "მალიორკას" ძალიან ადვილად გავუტანეთ გოლები, ახლა კი დავმარცხდით, მეტოქის კარი ერთხელ ავიღეთ, პენალტის ნიშნულიდან. მოწინააღმდეგის მეორე გოლი შესანიშნავი იყო, ზოგჯერ ასეთები ხდება", - ციტირებს კურტუას სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.

"შერიფს" 6 ქულა დაუგროვდა და D ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს, "რეალი" კი 3 ქულით მეორე პოზიციაზეა.