"ამჟამად ევროპაში უფრო ძლიერ გუნდს ვერ ვხედავ", - პირესმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რობერტ პირესმა მიუნხენის "ბაიერნის" შესახებ ისაუბრა.
"ბაიერნს" თითოეულ პოზიციაზე მსოფლიო დონის ფეხბურთელები ჰყავს და ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტია. სწორედ ახლა ევროპაში მასზე ძლიერ გუნდს ვერ ვხედავ".
"საინტერესოა, რა სისწრაფის განვითარება შეუძლია დევისს? ალბათ, ევროპის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელია. ყოველთვის მხიბლავს. ბოლოს - "ბარსელონასთან" მატჩში, რომელიც მათ 3:0 მოიგეს. წარმოუდგენელი ფეხბურთელია".
"ჩამშლელ ზონაში კიმიხი-გორეცკას დუეტით აღფრთოვანებული ვარ. ბრწყინვალედ ავსებენ ერთმანეთს, ძალიან მნიშვნელოვანები არიან გუნდის ერთიანობისთვისა და ბალანსისთვის. მათი ფიზიკური დონე და ათლეტიზმი შთამბეჭდავია", - ციტირებს პირესის სიტყვებს Kicker.
დღეს, 29 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ეგიდით, "ბაიერნი" კიევის "დინამოს" დაუპირისპირდება.