ავტორიზაცია

VIDEO: ატალანტამ საკუთარ კედლებში იანგ ბოიზი დაამარცხა და ცხრილში გალიდერდა

თარიღი 29 სექ 2021, 22:59

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „ატალანტამ“ საკუთარ კედლებში შვეიცარიული „იანგ ბოიზი“ დაამარცხა.

შეხვედრა ბერგამოში „გევის სტედიუმზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მატჩის ერთადერთი გოლი 68-ე წუთზე პესინამ, დუვან საპატას პასით გაიტანა და იტალიურ გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

„ატალანტამ“ 4 ქულა დააგროვა და მინიმუმ ტურის დასრულებამდე ცხრილში გალიდერდა.