VIDEO: როცა გეგონა რომ უკვე ფსკერზე იყავი და ქვემოდან დაგიკაკუნეს - ბარსელონა ბენფიკასთანაც განადგურდა
ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში „ბარსელონა“ სტუმრად „ბენფიკასთან“ განადგურდა.
შეხვედრა ლისაბონში „ესტადიო და ლუჟზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
პორტუგალიური გუნდი მე-3 წუთზე ნუნიესის გოლით დაწინაურდა და პირველი ტაიმი მოიგო.
მეორე ნახევარში დარვინ ნუნიესს მეორე გოლის გატანის კარგი შანსიც ჰქონდა, თუმცა ცარიელ კარში ბურთი ძელს მოარტყა - 69-ე წუთზე რაფა სილვამ „ბენფიკას“ უპირატესობა ორბურთიანი მაინც გახადა.
79-ე წუთზე კი დესტის ხელით თამაშის გამო არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც ნუნიესმა ზუსტად შეასრულა და „ბარსელონას“ განადგურებაც გააფორმა.
მატჩის მიწურულს კატალონიელები 10 კაცითაც დარჩნენ - მოედნიდან ორი გაფრთხილების გამო ერიკ გარსია გააძევეს.
ამრიგად, „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგას კატასტროფულად იწყებს - საწყის ორ ტურში გუნდი „ბაიერნთან“ და „ბენფიკასთან“ ერთნაირი ანგარიშით 0:3 განადგურდა.