ავტორიზაცია

VIDEO: ლიდერების ტრავმებით დაკოჭლებულმა იუვენტუსმა ჩელსი საკუთარ კედლებში მაინც დაამარცხა

თარიღი 30 Sep 2021, 00:54

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „იუვენტუსმა“ შინ „ჩელსი“ დაამარცხა.

შეხვედრა „ალიანც სტედიუმზე“ გაიმართა და „იუვეს“ მინიმალური გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

დიბალას და მორატას გარეშე მოთამაშე ტურინულმა გრანდმა ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის მე-10 წამზე გაიტანა, თავი ფედერიკო კიეზამ გამოიჩინა და ეს გოლი გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

„იუვემ“ ჯგუფში 6 ქულა დააგროვა და ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს, „ჩელსი“ კი 3 ქულით მე-2 ადგილზეა.