ავტორიზაცია

"აი, ასე სჯერა მას საკუთარი თავის", - ფერდინანდმა აღიარა, თუ რა მისწერა რონალდუმ ვილიარეალთან მატჩის შემდეგ

თარიღი 30 სექ 2021, 18:57

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა ისაუბრა, თუ რა მისწერა კრიშტიანუ რონალდუმ „ვილიარეალთან“ ბოლო წუთებზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ.

პორტუგალიელმა შემტევმა 95-ე წუთზე მოახერხა ესპანური გუნდის აღება და თავის გუნდს მოაგებინა მატჩი, რომელშიც 0:1 მარცხდებოდნენ.

„რონალდუმ მატჩის შემდეგ მომწერა: „არც ისე კარგად ვითამაშე, მაგრამ ვიცოდი, რომ გოლს გავიტანდი!“ აი, ასე სჯერა მას საკუთარი თავის. სხვა ფეხბურთელებიც გრძნობენ ამას.

„იუნაიტედმა“ სათანადო თამაში ვერ აჩვენა. მაგრამ როცა გუნდს გოლი სჭირდება, კრიშტიანუ რონალდუ საკუთარ თავს სთავაზობს. მას სურს სწორედ ის თანაგუნდელი იყოს, რომელსაც ერთი შანსი მიეცემა და მას გამოიყენებს. ის ამ გუნდში დიდი მომენტების გამო მოვიდა.“ - აღნიშნა ფერდინანდმა. 

ორი ტურის შემდეგ „მან.იუნაიტედს" ჯგუფში 3 ქულა აქვს, პირველ ტურში გუნდი „იანგ ბოიზთან" 1:2 დამარცხდა.