ავტორიზაცია

"არ დამირტყამს, ჩაწოდება მინდოდა", - სანეს კომენტარი ულამაზესი გოლის გატანის შემდეგ

"არ დამირტყამს, ჩაწოდება მინდოდა", - სანეს კომენტარი ულამაზესი გოლის გატანის შემდეგ
თარიღი 30 სექ 2021, 19:29

"ბაიერნის" გარემარბმა, ლეროი სანემ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში კიევის "დინამოსთან" (5:0) მოგებული მატჩი შეაფასა.

"რეკორდმაისტერის" შემტევმა, რომელმაც მეტოქის კარის აღება მოახერხა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, აღიარა, რომ მისი გოლი შემთხვევითი იყო.

"კარგად ვითამაშე. ვდომინირებდით და ამავდროულად, მეტოქეს დაცვაში ბევრის გაკეთების უფლებას არ ვაძლევდით", - ციტირებს უეფას პრესსამსახური გერმანელის სიტყვებს.

"გოლის ეპიზოდში არ დამირტყამს, ჩაწოდება მინდოდა. იმ წამს ჩემმა ტექნიკამ დამაღალატა, მაგრამ გამიმართლა", - დასძინა სანემ.

შეგახსენებთ, 25 წლის გარემარბი მიუნხენური გრანდის ღირსებას 2020 წლის ზაფხულიდან იცავს და მისი კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.