ავტორიზაცია

ბარსელონა კუმანის შემცვლელს ეძებს და მორიგი კანდიდატი შეარჩია — ESPN

ბარსელონა კუმანის შემცვლელს ეძებს და მორიგი კანდიდატი შეარჩია — ESPN
თარიღი 30 სექ 2021, 23:37

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის შემცვლელის ძიებაშია.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა ESPN იტყობინება, კატალონიური გრანდის თავკაცის პოსტზე დანიშვნის ერთ-ერთი კანდიდატი რალფ რანგნიკია.

ცნობისთვის, გერმანელი სპეციალისტი ამჟამად მოსკოვის "ლოკომოტივში" მუშაობს, სადაც სპორტისა და განვითარების უფროსის თანამდებობაზე მუშაობს.

"ბარსაში" რანგნიკის მიწვევის ვარიანტის განხილვა ბოლო დღეებში დაიწყეს. როგორც აღინიშნება, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ მისი დანიშვნის შესაძლებლობა ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს განიხილა, როცა კუმანის გათავისუფლება უნდოდა.

შეგახსენებთ, ჰოლანდიელი სპეციალისტი "ბარსელონას" 2020 წლის აგვისტოდან უდგას სათავეში.