ავტორიზაცია

"მინდა აქ ისტორია კიდევ ერთხელ დავწერო", - რონალდუმ მანჩესტერში დაბრუნების მიზეზი გაამხილა

"მინდა აქ ისტორია კიდევ ერთხელ დავწერო", - რონალდუმ მანჩესტერში დაბრუნების მიზეზი გაამხილა
თარიღი 30 სექ 2021, 23:57

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ გადაწყვიტა მანიკუნიანელთა რიგებში დაბრუნება.

მოგეხსენებათ, 36 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი "ეშმაკუნების" ღირსებას 2003 წლიდან 2009 წლამდეც იცავდა.

"იმიტომ დავბრუნდი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ძალიან მენატრებოდა. ამ კლუბში ისტორია დავწერე. ახლა კი მინდა ეს კიდევ ერთხელ გავაკეთო".

"მინდა გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო, არა მხოლოდ ჩემგან, არამედ მთელი გუნდისგანაც. თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, განსაკუთრებით ამ სეზონში. ეს ახალი თავია, დიახ", - ციტირებს რონალდუს სიტყვებს BT Sport.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ეგიდით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" გუშინ "ვილიარეალს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა, გამარჯვების მომტანი გოლი 95-ე წუთზე სწორედ კრიშტიანუმ გაიტანა.