ავტორიზაცია

VIDEO: კეინი ფორმაში შედის - ინგლისელმა ფორვარდმა ჰეთ-ტრიკი შეასრულა და თავისი გუნდი გამარჯვების გზას დაუბრუნა

თარიღი 01 ოქტ 2021, 00:54

უეფა კონფერენც ლიგის მე-2 ტურში „ტოტენჰემმა“ შინ სლოვენიური „მურა“ გაანადგურა.

შეხვედრა „ტოტენჰემ ჰოთსპურ სტედიუმზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 5:1 დასრულდა.

უკვე მე-8 წუთზე „ტოტენჰემი“ 2:0-ს იგებდა, მას შემდეგ რაც დელე ალიმ პენალტი ზუსტად შეასრულა, ლო ჩელსომ კი მატჩის მეორე გოლი შეაგდო.

53-ე წუთზე სტუმრებმა ერთი ბურთი გაქვითეს, თუმცა ამის შემდეგ ავანს-სცენაზე ჰარი კეინი გავიდა, რომელმაც 68-ე წუთიდან ჰეთ-ტრიკი მიითვალა და თავის გუნდს 5:1 გამარჯვება მოუტანა.